ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!
დღევანდელ დღეს ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ჩვენს ენაზე გამართულად ლაპარაკი, თუმცა მგონი ისიც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საიდან მოდის ის, ევოლუციის რა ეტაპების გაიარა, საით მიგვყავს იგი გაუმართავი საუბრით და რა საინტერესო ფაქტები უკავშირდება მას.
1864 წელს ფრიდრიხ მიულერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ასაბუთებდა,რომ
ქართულ-კავკასიური ენები წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ ენათა დიდი ჯგუფის
გადმონაშთს.ეს თვალსაზრისი გაზიარებულ იქნა და დღემდე მიიჩნევა სარწმუნო
პოზიციად.ქართული ენა არ ენათესავება მსოფლიოში ცნობილ ენათა ოჯახებს.ქართულის მონათესავე ენებია კავკასიის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხების ენები: ქართველური (სვანური, მეგრულ-ლაზური) ენები, აფხაზურ-ადიღეური ენები, ჩაჩნურ-ინგუშური ენები და დაღესტნის ენები.
ენათა ამ ჯგუფს მეცნიერებაში იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებენ.იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერული ტერმინია და არ უდრის გეოგრაფიულ ტერმნის კავკასიის ენები:
კავკასიაში მოსახლე ხალხების - სომხებეის,აზერბაიჯანელების,ოსების ენები არაა ამ
ოჯახის წევრი ენები.იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს 30-ზე მეტი ენა მიეკუთვნება.ეს
ენები უმთავრესად კავკასიის ტერიტორიაზე მოსახლეობენ.ამ ენათა ოჯახში ოთხ ჯგუფს
გამოყოფენ:
1. ქართველურს (ქართული, სვანური, მეგრული-ლაზური),2. აფხაზურ-ადიღეურს (აფხაზური, აბაზური, ჩერქეზული, ყაბარდოული),3. ნახურ ჯგუფს (ჩაჩნური, ინგუშური, ბაცბური),4. დაღესტნური (ხუნძური, ანდიური, დიდოური, ლაკური, დარგუული...).
დიდი
ხანია,მეცნიერებაში წამოყენებულია შეხედულება ქართული ენის გენეზისური კავშირის
შესახებ წინა აზიისა და შუამდნიარეთის ძველი ცივილიზაციის ენებთან – ურარტულთან, ჰურიტულთან, ხეთურთან,ელამურთან, შუმერულთან, პელაზგურთან... ყველა ეს ენა დღეს მკვდარი ენაა.
ქართულ ენას გენეტიკურად უკავშირებენ ბასკურ ენას. ესაა ერთადერთი ენა, სავარაუდოდ, ქართული ენის,მონათესავე ენათა შორის, რომელიც არ არის კავკასიაში. ბასკეთი პირინეის ნახევარკუნძულზეა,ორი მესამედი ბასკებისა ცხოვრობს ესპანეთში, ერთი მესამედი – საფრანგეთში.ბასკურ-ქართული
ჰიპოთეზა 20 საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის.ამ ჰიპოთეზამ განსაკუთრებული პოპულარობა
მეოცე საუკუნეში მოიპოვა.მრავალი კითხვა იჩენს თავს ამ საკითხის განხილვისას.უპირველესად,ასე
დაშორებულ ტერიტორიებზე როგორ მოხვდნენ ეს ენები?არსებობს სხვადასხვგვარი ახსნა.
ფაქტი ერთია:აშკარაა მსგავსება ენობრივი თვალსაზრისით.და არა მხლოდ
ენებრივი...ქართული ენა სალიტერატურო ენაა.უძველესი ლიტერატურული ძეგლები, ამ
ენაზე შექმილი V საუკუნით თარიღდება.იაკობ
ხუცესის "შუშანიკის წამებიდან" მოყოლებული დღემდე შეგვიძლია თვალი
გავადევნოთ სალიტერატურო ქართული ენის განვითარების ისტორიას.საუკუნეების მანძილზე ქართული სალიტერატურო ენა
იცვლება,იხვეწება,ვითარდება.მან მიაღწია სრულყოფილ დონეს.ქართული ენა დღეს,შეიძლება ითქვას,არის
ერთ-ერთი ცივილიზებული,მაღალგანვითარებული სალიტერატურო ენა.ქართული ენა არის საფუძველი ქართველთა ერთობისა,
ქართველთა ძლიერებისა,
ქართველთა უკვდავებისა.ქართული ენა უზრუნველყოფს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ერთობას.ქართული ენა არის ქართველეთა “ღვთაებრივი საუნჯე” (ი. ჭავჭავაძე), “უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა” (ი.გოგებაშვილი).
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, განვითარების ხელშეწყობას, მის ფუნქციონირებას,სწავლებას და მეცნიერულ შესწავლას.
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად,ნიშნავს რომ ნებისმიერი არაქართველი ვალდებულია ეცადოს მის შესწავლას, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა. ქართულ ენაზე ლაპარაკობს 4 მილიონამდე ადამიანი საქართველოს საზღვრებში. ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის ტეროტორიებზე გვხვდება ქართული ენის რამოდენიმე დიალექტი, რომლებსაც იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები რამოდენიმე საუკუნის მანძილზე არსებობას უნარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა მცირე ერის სახელმწიფო ენაა, მისი ურთულესი ბგერების გაგება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება. ამჟამად, ყველაზე ვრცელი ქართული დიასპორა რუსეთშია, შესაბამისად საქართველოს საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი ხალხი ამ ქვეყანაში ლაპარაკობს ქართულად. ქართული ენის წარმოშობის შესწავლას, უძველეს დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშანთვისებების გაუთავებელი შედარებით ამა თუ იმ უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი “ქართველური ენის” შთამომავლად. სწავლულების თანახმად, ქართველური ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანური და ქართული, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრული, ლაზური და ქართული. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.წ მდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი(ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი "შუშანიკის წამება", რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით.
ამ ტიპის ანბანი დიდი ხნის მანძილზე დარჩა ხმარებაში, მაგრამ მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური მე-9 საუკუნიდან შემოდის, პირველი ნიმუშები მე-10 საუკუნეში გვხვდება. ეს ნიმუშები მოიცავს კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს “აბო ტფილელი”. მე-11 საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ, შეიცვალა მხედრულით. მხედრული გამოდგა სხვა ყველა დამწერლობაზე სრულყოფილი. მხედრულის სრულყოფილება გამოიხატება მის შედარებით სიმარტივესა და ეკონომიურობაში. ამ ტიპის ანბანში ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას, რაც მას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მხედრულს ანუ ქართულ ანბანს არანაირი მსგავსება გააჩნია სხვა ენებთან, უფრო მეტიც, იგი არის მსოფლიოშო არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი.მსოფლიოში არსებულ ენებს აჯგუფებენ საერთო წარმომავლობის მიხედვით.საერთო წარმომავლობის ენებს მონათესავე ენებს უწოდებენ.მონათესავე ენები ამა თუ იმ ენის ისტორიული დიალექტებია რომელთა შორის ენობრივი განსხვავება დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ დიალექტები დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბდა. ენათა ერთობას,ენათა ოჯახს უწოდებენ. რომელი ენის მონათესავეა ქართული ენა? ამ
კითხვაზე პასუხის გაცემას უძველესი დროიდან ცდილობდნენ.ჰეროდოტე(V.ს.ძვ.წ) ქართულ
ენას ეგვიპტურთან აკავშირებდა.იყო სხვა მითითებებიც.XVII-XVIII ეს საკითხი
უფრო აქტიური გახდა.სხვადასხვა დროს,სხვადასხვა მეცნიერი გამოთქვამდა აზრს ქართული
ენის წარმოშობის თაობაზე.XIX ს-ში ქართულის დაკავშირება სცადეს ევროპულ
ენებთან.მიუხედავად იმისა რომ ევროპელი მეცნიერები სერიოზულად ცდილობდნენ ამ
თვალსაზრისის დასაბუთებას,ევროპაშივე გაჩნდა არზრი ქართული ენის განკერძოებულობის
შესახებ.
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, განვითარების ხელშეწყობას, მის ფუნქციონირებას,სწავლებას და მეცნიერულ შესწავლას.
ყველა სამეტყველო ენა ერთიდაიგივე პრინციპით და ერთიდაიგივე ენობრივი ელემენტებით არის შექმნილი. ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევდი წაიკითხოს წიგნები: ენის ელემენტური თეორია (თბილისი 2003) და ენის წარმოშობა (თბილისი 2018), ავტორი კარლო ბარბაქაძე.
ReplyDelete